ელექტროენერგიის ტარიფი 100 კილოვატზე 27%-ზე მეტით, ხოლო 300 კილოვატზე - 21,5 %-ით შემცირდება

ელექტროენერგიის ტარიფი 100 კილოვატზე 27%-ზე მეტით, ხოლო 300 კილოვატზე - 21,5 %-ით შემცირდება

100 კილოვატზე ელექტროენერგიის ტარიფი 27%-ზე მეტით შემცირდება, ხოლო 300 კილოვატზე - 21,5 %-ით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ჯგუფზე ელექტროენერგიის ტარიფი 3,54 თეთრით შემცირდა, რაც დაახლოებით 27%-ზე მეტია, მეორე ჯგუფზე კი - დაახლოებით 21,5 %-ით. .

„მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ შეღავათებს მისცემს საქართველოს მოსახლეობას"-განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამაზე ძალიან კარგად იმუშავა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ და ამისთვის მას მადლობა გადაუხადა.