ივანიშვილი: კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ კრიმინალებთან დავამყაროთ ურთიერთობა

ივანიშვილი: კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ კრიმინალებთან დავამყაროთ ურთიერთობა

კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენ კრიმინალებთან დავამყაროთ ურთიერთობა -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაგრძელდება და მას ოპოზიციის მხრიდან წამოსული ისტერიკა ვერ შეაჩერებს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი აღარ აპირებს ოპოზიციის ლიდერთა გამონათქვამებზე განმარტებები და კომენტარები აკეთოს.

„სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რომელიც რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ისტერიული გამონათქვამები ოპოზიციის მხრიდან. ეს პროცესები გაგრძელდება, ჩვენ ახალ გუნდს ერთ-ერთი ძირითადი დაპირება, რაც ჰქონდა მოსახლეობასთან, იყო ის, რომ სამართლიანობის განცდა უნდა აღდგეს. ამას გავაგრძელებთ და ეს უპირობოდ შესრულდება. რაც შეეხება ოპონენტებს და მათთან ურთიერთობას, მე ჟურნალისტებს წინასწარ ბოდიშს მოგიხდით, იმიტომ რომ მე მომავალში აღარ გავაკეთებ ღრმა განმარტებებს მათ გამონათქვამებზე, რამდენადაც ვერ მოახერხეს მათ კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა. პრაქტიკულად, ისინი რასაც აკეთებდნენ ადრე, უნდათ რომ ჩვენ გუნდს გადმოაბრალონ და მათი გამონათქვემები ძალიან  ხშირად  არის ბსურდული. მათზე მე დიდ დროს ვხარჯავდი და იმედი მქონდა, რომ ისინი კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლას შეძლებდნენ. თუ ბოლო დღეებასც გავიხსენებთ, ოპოზიციის და მისი ლიდერის მხრიდან, იმდენი აბსურდული გამონათქვამი იყო, მათთან საუბარს აზრი აღარ აქვს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.