ნიკა გილაურის დაკითხვა მიმდინარეობს

ნიკა გილაურის დაკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური მოდულის შენობაში დაკითხვაზე გამოცხადდა.

როგორც გილაურმა შენობაში შესვლამდე განაცხადა, შეტყობინება-უწყება დაკითხვასთან დაკავშირებით, დღეს დილით მიიღო, თუმცა არ იცის, კონკრეტულად რა თემაზე დაიბარეს.

ნიკა გილაური დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა.

რაც შეეხება ყოფილ ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი გვინდაძეს ის უკვე 3 საათია, მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გილაურიც და გვინდაძეც ბანკ „ქართუს“ საქმეზე დაიკითხებიან.