პარლამენტის წინ ორი სახის აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ ორი სახის აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს.

როგორც ქუთაისიდან from.ge-ს კორესპოდენტი იუწყება, საკანმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სახის აქცია მიმდინარეობს. კერძოდ, საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტს მოითხოვს, ხოლო მეორე ნაწილი „დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად დაღუპული დედა-შვილის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად აქციას მართავენ.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენების ინიციატივა გააჟღერა, 2009 წელს, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე „დიდების მემორიალი“ ააფეთქეს, რომლის ადგილასაც ამჟამად უწყების შენობაა განთავსებული. მემორიალის დემონტაჟის დროს  დედა და მისი 11 წლის გოგო დაიღუპა.