ლიბიაში ამერიკის ელჩის დაღუპვაში  სახელმწიფო დეპარტამენტია დამნაშავე

ლიბიაში ამერიკის ელჩის დაღუპვაში სახელმწიფო დეპარტამენტია დამნაშავე

Associated Press–ის ინფორმაციით, დამოუკიდებელი კომისია,რომელიც ბენღაზში, ამერიკის საელჩოზე თავდასხმის ფაქტს, ელჩის ქრისტოფერ სტივენსის და საელჩოს სამი თანამშრომლის მკვლელობის ფაქტს იძიებდა, მივიდა დასკვნამდე, რომ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების სიკვდილში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ეკისრება.

„სახელმწიფო დეპარტამენტის  ცენტრალური აპარატის სისტემატიურმა არადამაკმაყოფილებელმა მუშაობამ, ცენტრალურ აპარატსა და მის განყოფილებებს შორის კავშირის არ ქონამ გამოიწვია ის,რომ ვერ იქნა უზურუნველყოფილი ბენღაზში  საელჩოს თავდაცვა და ვერც დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმის აღკვეთა მოხდა“,-ნათქვამია დამოუკიდებელი კომისიის მიერ გავრცელებულ დასკვნაში.

2012 წლის 11 სექტემბერს ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმას ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენსის და საელჩოს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მასობრივი არეულობა მუსლიმურ სამყაროში გადაღებულმა ფილმმა „ისლამის უცოდველობამ“ გამოიწვია, სადაც მათი წინასწარმეტყველი მუჰამედი უარყოფით პიროვნებად იყო გამოყვანილი.