საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დევი კანდელაკი და კახა დამენიაც იმყოფებიან

საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დევი კანდელაკი და კახა დამენიაც იმყოფებიან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კომპანია „თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენიაც იმყოფებიან.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს ისინი.

დევი კანდელაკი და კახა დამენია საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით 11:00 საათისთვის მივიდნენ.

ამასთან, საგამოძოებო სამსახურში იმყოფებიან „რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.

როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, საგამოძიებო სამსახურში  მოწმის სახით არიან დაბარებულები, თუმცა კონკრეტულად რა სკითხზე, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც გვარამიამ და ხეთაგურმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ დეტალურ ინფორმაციას ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ მიაწვდიან.