საააკაშვილი: ვამბობდი, რომ  არსებობდა საფრთხე,  ხელისუფლებაში  მნგრეველთა დიდი ბრიგადა მოსულიყო

საააკაშვილი: ვამბობდი, რომ არსებობდა საფრთხე, ხელისუფლებაში მნგრეველთა დიდი ბრიგადა მოსულიყო

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნება“ მნგრეველთა ბრიგადას შეადარა და აღნიშნა, რომ „არჩევნების წინ ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე,რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მნგრეველთა დიდი ბრიგადა და სასაცილოდ არ ყოფნიდათ ძალიან ბევრს, რომ აი, სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, აზვიადებს. სამწუხაროდ, ისინი ამ დაპირებას ასრულებენ ყოველ შემთხვევაში, გვპირდებიან, რომ შეასრულებენ“.

„გუშინ კიდევ ერთხელ,  საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, გამოაცხადა მასშტაბური გეგმა ნგრევის პროგრამის შესახებ. თანამედროვე ეპოქაში ერთადერთი მაგალითი პოლიტიკური ნიშნით ნგრევის ავღანეთში არსებობს თალიბანების მიერ, განხორციელებული. არა მგონია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველომ თავი უნდა მოიჭრას მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების ნგრევით. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაინგრეს. უნდა დაინგრეს არა მხოლოდ,  როგორც ორგანიზაცია, არამედ როგორც მომავალი, თქვა მთავრობის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა მინისტრმა. ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა ნგრევას. არჩევნების წინ ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მნგრეველთა დიდი ბრიგადა და სასაცილოდ არ ყოფნიდათ ძალიან ბევრს, რომ აი, სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, აზვიადებს. სამწუხაროდ, ისინი ამ დაპირებას ასრულებენ ყოველ შემთხვევაში გვპირდებიან, რომ შეასრულებენ“,- განაცხადა სააკაშვილმა.