სოზარ სუბარი: ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს შიმშილობა 10 პატიმარს უნდა დაეწყო

სოზარ სუბარი: ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს შიმშილობა 10 პატიმარს უნდა დაეწყო

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს დილიდან შიმშილობა 10 პატიმარს უნდა დაეწყო.

როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, პატიმრები სოლიდარობას უცხადებენ ძმებ ტერაშვილებსა და სხვა პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრები არიან, თუმცა შესაბამის სიაში ვერ მოხვდნენ.

„სასჯელაღსრულების სამინისტრო მუდმივად კონტაქტში იქნება მათთან და რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ, იქნება ეს სამედიცინო დახმარების კუთხით თუ სხვა მიმართულებით" - განაცხადა სოზარ სუბარმა.