ტელეკომპანია „იმედის“ ეთიკის საბჭოს წევრები უკვე შეარჩიეს

ტელეკომპანია „იმედის“ ეთიკის საბჭოს წევრები უკვე შეარჩიეს

ტელეკომპანია „იმედის“ ეთიკის საბჭოს წევრები უკვე შეარჩიეს - ჟურნალისტები შორენა შავერდაშვილი, ზვიად ქორიძე, იურისტი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და არხის მფლობელი ინა გუდავაძის შვილი ლიანა ჟმოტოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას media.ge ავრცელებს.

საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საბოლოო დებულება ჯერ დამტკიცებული არ არის. თუმცა, როგორც შორენა შავერდაშვილი ამბობს, მათი უფლებამოსილება ქაღალდზე გაწერილია. მისი თქმით, საბჭოში ყოფნაზე თანხმობა სწორედ იმიტომ განაცხადა, რომ მათ არხზე ზემოქმედების ბერკეტი ექნებათ. საბჭო მუშაობის დაწყებას 2013 წლის იანვრიდან გეგმავს.

„ეთიკის საბჭო დამოუკიდებლად მუშაობს. იხილავს საჩივრებს კონკრეტულ სიუჟეტებთან დაკავშირებით. თავად არის ინიციატორი „იმედის“ ეთერში გასული სხვადასხვა  სიუჟეტების განხილვისა. ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ვიმუშავოთ როგორც ჟურნალსიტებთან, ისე რეაქტორებთან “ - აღნიშნავს შორენა შავერდაშვილი და იქვე ამატებს, რომ დებულების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ერთი და იგივე ჟურნალისტი ეთიკის პრინციპებს სამჯერ დაარღვევს, საბჭოს შეუძლია ხელმძღვანელობას რეკომენდაციით მიმართოს და მისი არხზე დარჩენის საკითხი დააყენოს. თუ დარღვევების რეგულარული იქნება, მაშინ შესაძლოა რედაქტორების განთავისუფლების შესახებაც იმსჯელონ. შორენა შავერდაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბჭო არ იქნება სადამსჯელო ორგანო და ის ჟურნალისტთა უფლებებსაც დაიცავს.

„ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმ პროტესტის არსებობით, რომელიც გამაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებების მიმართ.  ვფიქრობ, რომ ჩემი  საბჭოს შემადგენლობაში ყოფნა მეც შემძენს გარკვეულ გამოცდილებას“ - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

 საბჭოს კიდევ ერთი წევრი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ „მოდელირებული ქრონიკის“ შემდეგ ტელეკომპანიის რეპუტაცია ძალიან შეილახა, მის აღსადგენად კი ეთიკის საბჭოს შექმნა მუხაშავრიას თქმით, მესაკუთრის მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯია

„გარდა ამისა, თუ ტელევიზია შეეცდება, რომ ეთიკური პროფესიული სტანდარტები დაამკვიდროს, ეს აიძულებს კონკურენტებს, რომ მათაც მიაქციონ ამ საკითხს ყურადღება.საკთხს თუ ასე შევხედავთ, ჩვენი როლი და ფუნქცია გაცილებით უფრო ფართოა. თუ მემეჯმენტი ასე ზრუნავს ეთიკაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სხვა გამოწვევებზეც აქვთ თავინათი პოზიცია და ძალიან სერიოზულად უდგებიან ტელევიზიის აღორძინების საქმეს“ - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.

საბჭო არხის თანამშრომლებთან შეხვედრას