საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

რთული მეტეოროლოგიური პირობების  გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ158 (ჩუმათელეთი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო,,მცხეთა-სტეფაწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-(ფოსტა)კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტესიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ46 (ვერონა-კობაძეები) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტესიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ 56 მონაკვეთში ( ტყიბული-ნიკორწმინდა) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ76-კმ97 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.