პარლამენტში უმცირესობის ალტერნატიული წინადადება ჩავარდა

პარლამენტში უმცირესობის ალტერნატიული წინადადება ჩავარდა

პარლამენტში დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით, უმცირესობის ალტერნატიული საკანონმდებლო შეთავაზება 24 მომხრე ხმით 66-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

ოპოზიციის წინადადებით, დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც მთავრობის ინიციატივით მხოლოდ ხელფასის მიმღებ პირებზე ვრცელდება, გავრცელდეს ყველაზე, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის.

ამას გარდა, უმცირესობა პარალელურ რეჟიმში საშემოსავლო გადასახადის 18%-მდე შემცირდების საკანონმდებლო წინადადებითაც გამოვიდა.

ოპოზიციის შეთავაზების საპასუხოდ, ხელისუფლება აცხადებს, რომ დაუბეგრავი მინიმუმის მოქმედების არეალი იმ მასშტაბით უნდა გავრცელდეს, რის შესაძლებლობასაც ბიუჯეტი იძლევა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის საბიუჯეტო პროექტს რამდენიმე კანონში, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილების პროექტი ერთვის თან, რომლის თანახმადაც, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი კვლავ 20%-ით იქნება განსაზღვრული.  თუმცა, შემოდის დაუბეგრავი მინიმუმი, რომლითაც დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას სოციალურად მიზანმიმართული შეღავათით სარგებლობის საშუალება მიეცემა.