პარლამენტში იმერლიშვილის კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტში იმერლიშვილის კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ჩავარდა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე ცვლილებები 73 მომხრე 4-ის წინააღმდეგ ჩავარდა. კენჭისყრის ეს შედეგი სავარაუდოდ, ან დეპუტატთა არამობილიზებულობამ, ან ხმის მიცემის აპარატურის ტექნიკურმა პრობლებამ გამოიწვია.

ირინა იმერლიშვილის მიერ მომზადებული ცვლილებებით, უზენაესი სასამრთლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად, პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შეუწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ორგანულ კანონის მიღებას  პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.