დავით ნარმანია: წინასაარჩევნოდ ბევრმა თვითმმართველობამ აიღო ისეთი ვალდებულება, რისი ფინანსური რესურსებიც არ გააჩნდა

დავით ნარმანია: წინასაარჩევნოდ ბევრმა თვითმმართველობამ აიღო ისეთი ვალდებულება, რისი ფინანსური რესურსებიც არ გააჩნდა

შიდა გზების მოვლა-პატრონობა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებაა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას არ განეკუთვნება - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

„როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრმა ადგილობრივმა თვითმმართველობამ აიღო ისეთი ვალდებულება, რის დასაფინანსებლადაც საჭირო ფინანსური რესურსები არ გააჩნდა. არჩევნების შემდეგ გზებზე გარკვეული მონაკვეთების შეკეთება და მოვლა-პატრონობა ვერ ხორციელდება, თუმცა ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილებას სცდება" - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, სამინისტრო პასუხისმგებელია საერთაშორისო ცენტრალური მაგისტრალების გამტარუნარიანობაზე და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. როგორც ნარმანიამ განაცხადა, ამ მიზნით, შეძენილია 19 ერთეული თოვლსაწმენდი ახალი ტექნიკა და ცენტრალურ გზებზე ეს ტექნიკა უკვე განთავსებულია.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიდთოვლობის პერიოდში საქართველოს ყველა ცენტრალური მაგისტრალი გამტარუნარიანი იყოს და მოსახლოების გადაადგილება არ შეფერხდეს"- აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის შეზღუდვები მხოლოდ სამ მონაკვეთზე მოქმედებს, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტმომობილების გადაადგილება შეზღუდულია. ესენია ნაქერალას, გუდაური-კობის უღელტეხილის ცალკეული მონაკვეთები და გომბორის უღელტეხილი.