კარლ ბილდტი: საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას  ველით

კარლ ბილდტი: საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას ველით

შვედეთი 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას ელის. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა დღეს,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსთან გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ, გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ბილდტის განცხადებით,  ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო მონიტორინგის კუთხით საუკეთესო იყო.

მან ასევე ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ აუცილებლობას და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე, საქართველოს ურთიერთებებზე მის მეზობლებთან,  ქვეყნის შიდა განვითარებაზე და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი მლადენოვმა თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ საქართველო აირიდებს იმ შეცდომებს, რომელიც სხვა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებმა დაუშვეს.

შვედეთის პირველი დიპლომატის თქმით,  არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს რიგ საკითხებში დახმარებას გაუწევენ.