ნიკოლოზ ვაშაკიძე: აბაშიძე და კარასინი შეძლებენ  ქართულ-რუსულ  მოლაპარაკების პროცესს  ნორმალური სტარტი მისცენ

ნიკოლოზ ვაშაკიძე: აბაშიძე და კარასინი შეძლებენ ქართულ-რუსულ მოლაპარაკების პროცესს ნორმალური სტარტი მისცენ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  ნოკოლოზ ვაშაკიძე იმედოვნებს, რომ ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი, როგორც გამოცდილი დიპლომატები,  ქართულ-რუსულ   მოლაპარაკების პროცესს კარგ ბიზგს მისცემენ.

მოლაპარაკებების თემებზე ვაშაკიძე ახალ დეტალებს არ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ სასაუბრო თემები იმ სფეროებში თანამშრომლობა იქნება როგორიც  ვაჭრობა, კულტურული ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხებია.

„ეს პიროვნებები, ორივე საკმაოდ, გამოცდილი დიპლომატები არიან და  შეძლებენ იმას, რომ ამ პროცესს ნორმალური სტარტი და ბიძგი მისცენ.  დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

შეხვედრაზე ის თემები განიხილებოდა, რაც საჯაროდ ჟღერდებოდა, ანუ თანამშრომლობა იმ სფეროებში,  რისი შესაძლებლობაც არსებულ სიტუაციაში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს შეწყვეტილია“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის შეხვედრა  ჟენევაში ხვალ გაიმართება.