საგამოძიებო სამსახური დავით საყვარელიძეს დაკითხვაზე ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ დაიბარებს

საგამოძიებო სამსახური დავით საყვარელიძეს დაკითხვაზე ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ დაიბარებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს, დავით საყვარელიძეს დაკითხვაზე ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ დაიბარებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ისინი დაელოდებიან, თუ როდის დაბრუნდება საყვარელიძე ბრიუსელიდან და მისი დაბარება დაკითხვაზე ხელმეორედ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი დავით საყვარელიძე დღეს მივლინებით ბრიუსელში გაემგზავრა.

დავით საყვარელიძე დღეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისების ფაქტთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაკითხვაზეა დაბარებული.