მაია ფანჯიკიძე: იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე შეურაცხმყოფელი სიტყვების დატოვებასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს

მაია ფანჯიკიძე: იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე შეურაცხმყოფელი სიტყვების დატოვებასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაია ფანჯიკიძის განცხადებით,  იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე შეურაცხმყოფელი სიტყვების დატოვებასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

„ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით,  ისრაელმა გამოთქვა წუხილი. შეურაცხმყოფელი სიტყვებია დატოვებული. ამის შესახებ ჩვენმა ელჩმა შეგვატყობინა. მან ისრაელის შესაბამის სამსახურებს მაშინვე მიმართა და გამოძიება მიმდინარეობს. როცა გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, შეგატყობინებთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გარეთა კედელზე ქრისტიანობისა და მაცხოვრის შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.

მომხდართან დაკავშირებით, ისრაელის საელჩომ პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ებრაული ფასეულობები ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს, აღმსარებლობის თავისუფლება ყოველთვის იქნება დაცული და დამნაშავეები კანონის სრული სიკმაცრით დაისჯებიან.

პოლიცია  გამოძიებას აწარმოებს.