იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გარეთა კედელზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გარეთა კედელზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გარეთა კედელზე ქრისტიანობისა და მაცხოვრის შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.

უცნობმა პირებმა ადგილზე პარკირებული ავტომანქანების ბორბლებიც დააზიანეს.

ვანდალური აქტის შესახებ, კონკრეტული დეტალები ქართული მხარისთვის უცნობია.

საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალური განცხადება გაავრცელა,რომელშიც ნათქვამია, რომ ებრაული ფასეულობები ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს, აღმსარებლობის თავისუფლება ყოველთვის იქნება დაცული და დამნაშავეები კანონის სრული სიკმაცრით დაისჯებიან.

პოლიცია  გამოძიებას აწარმოებს.