დავით საყვარელიძე საგამოძიებო სამსახურში დასაკითხად დღეს უნდა გამოცხადდეს, თუმცა დეპუტატი უკვე ბრიუსელშია

დავით საყვარელიძე საგამოძიებო სამსახურში დასაკითხად დღეს უნდა გამოცხადდეს, თუმცა დეპუტატი უკვე ბრიუსელშია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დასაკითხად დღეს, არის დაბარებული, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დეპუტატი მივლინებით  ბრიუსელში გაემგზავრა.

მათვე ცნობით, საყვარელიძემ ქვეყანა გუშინ დატოვა.

ის, თუ კონკრეტულად რა მიზნით იმყოფება საყვარელიძე ბელგიის დედაქალაქში, ვისთან ერთად გაემგზავრა და როდის დაბრუნდება სამშობლოში, პარტიის პრესსამსახურში არ იციან.

საყვარელიძე უწყებაში მოწმის სახით დასაკითხად გუშინ, 12:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა და დღეს, 12:00 საათზე დაიბარეს.

ცნობისთის, დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხებზეა დაბარებული.