ილია მეორე სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას ასრულებს

ილია მეორე სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას ასრულებს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია სრულდება.

ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

უწმინდესმა სვეტიცხოვლის ტაძარში მობრძანებისას უფლის კვართის ადგილი და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საფლავი მოილოცა.

ტაძარში ასევე დაბრძნაბული არის წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილი.

მალე ტაძარში სახარებას წაიკითხავენ და ტრადიციულად მსახურების დასრულების ბოლოს უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ, ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი კი, მე-6 საუკუნეში მეფობდა. მისი მეფობის დროს ,საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.