გარდაბნის გამგებლის მოადგილე ჩამომხრჩვალი ნახეს

გარდაბნის გამგებლის მოადგილე ჩამომხრჩვალი ნახეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მანუჩარ ჯოხაძე გუშინ, საღამოს საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს.

წინასწარი ვერსიით, ადგილი აქვს თვითმკვლელობას, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ის დღის განმავლობაში კარგ განწყობაზე იყო.

მანუჩარ ჯოხაძის ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.