ტომას მელია: ვტოვებ, საქართველოს იმ იმედით, რომ პოლიტიკოსები საერთო ენას გამონახავენ და რიტორიკა შერბილდება

ტომას მელია: ვტოვებ, საქართველოს იმ იმედით, რომ პოლიტიკოსები საერთო ენას გამონახავენ და რიტორიკა შერბილდება

ვტოვებ საქართველოს იმ იმედით, რომ პოლიტიკოსები საერთო ენას გამონახავენ და შერბილდება რიტორიკა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელიამ სასტუმრო „რედისონში" ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს იყო პროდუქტიული ვიზიტი, რომელიც ასახავდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებას საქართველოს წარმატებებისადმი.

„ჩვენ გვსურს ვიყოთ საქართველოს კარგი მეგობრები და ხელი შევუწყოთ საქართველოს დემოკრატიული ტრანზიციას გარდამავალ პერიოდში. ქვეყანაში არის რთული კოჰაბიტაციის პერიოდი, მაგრამ ვხვდებით პატრიოტ ქართველებსაც, რომლებიც არიან პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარის წარმომადგენელი და ვფიქრობ, ისინი შეძლებენ თანამშრომლობას, რათა მდგომარეობა დასტაბილურდეს და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება თანხვედრაში იყოს სტაბილურობასთან. ამავდროულად, უზრუნველყოფდეს საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას და ადგილობრივ სიმშვიდეს. ვტოვებ, საქართველოს იმ იმედით, რომ პოლიტიკოსები გამონახავენ საერთო ენას და რიტორიკა შერბილდება, რაც ხელს შეუწყობს გარდამავალი პერიოდის წარმატებულად გავლას" - განაცხადა ტომას მელიამ.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ საქართველოში ვიზიტი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა. თბილისიდან ტომას მელია ერევანში მიემგზავრება.