ზურაბ აბაშიძისა და  გრიგორი კარასინის შეხვედრა  ხვალ გაიმართება

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ხვალ გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ჟენევაში გაემგზავრა, სადაც ქართულ-რუსული არაფორმალური  შეხვედრა გაიმართება.

აბაშიძის განცხადებით, პირველი ქართულ-რუსული არაფორმალური ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჟენევაში დაგეგმილ პირველ ქართულ-რუსულ არაფორმალურ შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთის, 10 დეკემბერს ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა,  რომ „ქართული მხარე მზად არის რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისთვის“. იმავე განცხადებაში აბაშიძემ დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანლის აზრი იმის თაობაზე,, რომ „მოსკოვი მზად არის, აღდგეს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები“.