ვანო მერაბიშვილი: ხელისუფლებამ ოპოზიციას უნდა დაუპირისპიროს იდეები, დაპირებების ასრულება და არა - პროკურატურაში დაბარება

ვანო მერაბიშვილი: ხელისუფლებამ ოპოზიციას უნდა დაუპირისპიროს იდეები, დაპირებების ასრულება და არა - პროკურატურაში დაბარება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ახალ მთავრობას მოუწოდებს, პროკურატურაში დაბარების ნაცვლად, ოპოზიციას იდეები და დაპირებების ასრულება დაუპირისპიროს.

„ჩვენ ყოველდღიურად გვიხდება რეაგირება იმ ზეწოლაზე, რომელსაც ახორციელებენ პროკურატურა და ძალოვანი უწყებები პარლამენტის წევრებზე, ყოფილ სახელმწიფო მოხელეებსა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე. ოპოზიციას ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს იდეები, დაპირებების ასრულება და არა - პროკურატურაში დაბარება და ზეწოლა" - განუცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ, ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, დღე არ გავა, „ნაციონალური მოძრაობის" 10-15-მდე წევრის დაკითხვა, მათზე მუქარა და ზეწოლა არ განხორციელდეს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გუშინ „ქორთიარდ მარიოტში" ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომელთა შორისაც შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ.