ირანმა უფერო მელანიგამოიგონა

ირანმა უფერო მელანიგამოიგონა

სააგენტო ISNA-ს ინფორმაციით,  ირანის ხელისუფლებამ ახალი უფერო მელანის გამოგონების შესახებ განაცხადა,რომლის გამოყენება  სამხედრო მიზნების და უსაფრთხოების დაცვისთვის იქნება შესაძლებელი.

„ორი ტექნოლოგიის შერწყმით, ჩვენ შევძელით უფერო მელნიანი კარტირიჯის გამოგონება და მისი დაპატენტებაც მოვახდინეთ“,-განაცხადა  კარტრიჯების მწარმოებელი ფირმის System Sakht-ის გენერალურმა დირექტორმა ალირეზ კამკარმა.

კამკარის განცხადებით, კატრიჯს შეუძლია როგორც ტექსტის,  ასევე გამოსახულების ბეჭდვაც.

System Sakht-ის გენერალური დირქტორი ამჟამად ხელისუფლების მხრიდან, მასიური წარმოებისთვის პროექტის დაფინანსებას ელოდება.