ტომას მელია: აშშ-ში დაბრუნებისას, სენატორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციას მივაწვდი

ტომას მელია: აშშ-ში დაბრუნებისას, სენატორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციას მივაწვდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის,  ტომას მელიას განცხადებით, ის  ამერიკელ სენატორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციას მომავალ კვირას მიაწვდის.

აღნიშნულის შესახებ, ტომას მელიამ აშშ-ის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე, სენატორების წერილის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სენატორი შაჰინი და სხვა კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.

„ჩვენ მოვუწოდეთ ახალ მთავრობას, მკაცრად გააკონტროლონ გამოძიებისა და ბრალის წარდგენის პროცესები, რაც წინა მთავრობის წარმომადგენლებს უკავშირდებათ. მიგვაჩნია, რომ მთავრობა გვისმენს და ამ პროცესს დიდი ყურადღებით ეკიდება. იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა დაგვიდასტურეს, რომ გამოძიებისა და სასამართლოს წარმართვისას უმაღლესი სტანდარტები უზრუნველყოფილი იქნება. ჩვენ ამ პროცესებზე დაკვირავებას განვაგრძობთ და აშშ-ში დაბრუნებისას სენატორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციას მივაწვდი“, - განაცხადა ტომას მელიამ.