ტომს მელია: აშშ საქართველოში გარდამავალ პროცესს და კოჰაბიტაციას თვალყურს ადევნებს

ტომს მელია: აშშ საქართველოში გარდამავალ პროცესს და კოჰაბიტაციას თვალყურს ადევნებს

აშშ გარდამავალ პროცესს და კოჰაბიტაციას თვალყურს ადევნებს, რომლის ტრადიციაც საქართველოში მკვიდრდება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ტომას მელიამ ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკა ყურადღებით აკვირდება, რომ პროცესი საქართველოს მოსახლეობისთვის საუკეთესო გზით წარიმართოს.

როგორც ტომას მელიამ აღნიშნა, მისი სტუმრობა იმ ვიზიტის გაგრძელებაა, რომელიც არჩევნებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე შედგა საქართველოში და ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან.

„ტოლერანტობა მრავალფეროვნებისადმი დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია. იყო გარკვეული ინციდენტები, დაძაბულობა და ძალადობა რელიგიურ, თუ სხვა უმცირესობებთან დაკავშირებით. ჩვენ პოზიტიკურად მივიჩნევთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც ეხებოდა უმცირესობების შემწყნარებლობით მიღების აუცილებლობას. ეს იმედის მომცემი განცხადებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამას ყველა პოლიტიკოსი გაითვალისწინებს, რადგან უმცირესობის მოსაზრებებიც მნიშვნელოვანია. ჩვენ, პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებს აღვიქვამთ ინკლუზიურ პროცესად, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც სექსუალური, ასევე რელიგიური უმცირესობების მოსაზრებები. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში იქნება ინკლუზიური დემოკრატია" - განაცხადა ტომას მელიამ.