საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო პროცესის ჩაწერის უფლება მიეცემა

საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო პროცესის ჩაწერის უფლება მიეცემა

საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო პროცესის ვიდეო და აუდიო საშუალებებით ჩაიწერის უფლება მიეცემა.

აღნიშნული ცვლილება  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. კანონპროექტზე კი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  სხდომაზე იმსჯელეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება, დაინტერესების შემთხვევაში, ჩანაწერი მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, სხვა ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიებს და კერძო პირებს  გადასცეს.

მისი განცხადებით, სპეციალური შეზღუდვა  მხოლოდ და მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა გადაღებაზე დაწესდება.