პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთთან ურთიერთობის ლატვიისეული გამოცდილება საქართველოსაც გამოადგება

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთთან ურთიერთობის ლატვიისეული გამოცდილება საქართველოსაც გამოადგება

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ლატვიის ელჩს ელიტა გაველეს შეხვდა.შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობასა და ევროკავშირის მიერ წარმოებული არაღიარების ეფექტური პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სახელმწიფო მინისტრმა და ელჩმა ასევე იმსჯელეს რუსეთთან ურთიერთობაში ლატვიის გამოცდილებაზე, რომელიც პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება.

„ასევე განვიხილეთ ლატვიის გამოცდილება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რომელიც ამ სახელმწიფომ რუსეთისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე განვლო. რუსეთთან ურთიერთობა ლატვიისთვისაც რთული იყო. ამის მიუხედავად, ამ ქვეყანამ მაინც მოახერხა კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა და ისე გაწევრიანდა ამ სტრუქტურებში, რომ რუსეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობაც შეინარჩუნა. სწორედ ლატვია არის დამაჯერებელი პასუხი მათთვის, ვისაც ნატო-სა და ევროკავშირისკენ სწრაფვისა და რუსეთთან ურთიერთობის შეთავსება შეუძლებლად მიაჩნია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.