გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში, რუსუდან შარაძე შიმშილობას გეგმავს

გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში, რუსუდან შარაძე შიმშილობას გეგმავს

აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიების გაჭიანურების შემთხვევაში, შიმშილობას გეგმავს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში გაავრცელა“.

მისი თქმით, გამოძიების გაჭიანურების ნიშნები უკვე სახეზეა.

„უდანაშულო გიორგი ბარათელის დაკითხვის შეგნებულად თავიდან აცილების, აგრეთვე გურამ შარაძის დახვრეტის საქმის შეგნებულად გაჭიანურების შემთხვევაში (რისი ნიშნების უკვე სახეზეა), მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას, რასაც პროკურატურასთან უდავო შიმშილობის გამოცხადებით ვიწყებ. თქვენი, ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს“ - აცხადებს რუსუდან შარაძე.