ნეგოსი: აზერბაიჯანლები და ქართველები ჩვენი სიმსივნის კერები არიან

ნეგოსი: აზერბაიჯანლები და ქართველები ჩვენი სიმსივნის კერები არიან

უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩო  რადის დეპუტატის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს და შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

უკრაინის რადის დეპუტატის ფეოდორ ნეგოსის განცხადებით,აზერბაიჯანლები და ქართვლები ჩვენი სიმსივნის კერები არიან.

„შეხედეთ, ჩვენთან ბაზრებში აზერბაიჯანლები და ქართველები ვაჭრობენ, ისინი ჩვენი ავთვისებიანი სიმსივნეები არიან.რუსეთმა ისინი გამოაგდო, ჩვენს ბაზრებს კი ისინი მოერგნენ“,-დეპუტატის სიტყვებს უკრაინული გამოცემა „ხერსონსკიე ვესტი“ აქვეყნებს.

 გამოცემის ინფორმაციით, ფეოდორ ნეგოსი სწორედ ხერსონის ოლქიდან გახლავთ რადის დეპუტატი,ხოლო სასოფლო-სამეურნეო ბაზარს, რომელიც დეპუტატის კუთვნილებაშია, აზერბაიჯანელი ნურადინ იუსიფოვი ხელმძღვასნელობს.