ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები ქვეყნის მომავალზე   მსჯელობისთვის საზოგადოებას 14 დეკემბერს, ჭადრაკის სასახლეში ეპატიჟებიან

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები ქვეყნის მომავალზე მსჯელობისთვის საზოგადოებას 14 დეკემბერს, ჭადრაკის სასახლეში ეპატიჟებიან

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, ომის ვეტერანთა ჩართულობის, ვეტერანების და ინვალიდების საზოგადოებასთან ინტეგრაციის, გაუქმებული შეღავათების აღდგენის, სოციალური რეაბილიტაციის, რეპრესირებულ მეომართა პრობლემების და სხვა აქტუალური თემების შესახებ,  დღეს,  for.ge-ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ვეტერანები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად მსჯელობისთვის ამავე საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას, 14 დეკემბერს 15:00 საათზე ჭადრაკის სასახლეში ეპატიჟებიან.

ძალოვან ვეტერანთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარის, გია ბერძენიძის განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ  სხვადასხვა საკითხებზე მათ შორის, კონფლიქტების   მშვიდობიანი დარეგულირებასა და ვეტერანთა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ხელისუფლებასთან   ითანაშმრობლებენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ, გვინდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ძალა ერთობაშია. ერთობლივი კონსულტაციებისა და დიალოგის შედეგად, ჩვენ სხვადასხვა ვეტერანულმა ორგანიზაციებმა მათ შორის,  სამოქალაქო ომის პერიოდში,  დაპირისპირებულმა ძალებმა სამშობლოს კეთილდღეობა მისი ღირსება ყველაზე მაღლა დავსხდეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირბოროტო საკითხები ერთად გადავწყვიტოთ.  დღეს,  მოგვეცა რეალური შანსი, რომ ომის ვეტერანებმა ვაჩვენოთ მაგალითი, რომ  შეიძლება გაერთიანება და ერთად დგომა, რომ თანაარსებობა ოსებთან და აფხაზებთან  მშვიდობიან ფორმაში იყოს“,- განაცხადა ბერძენიძემ.

მისივე თქმით, 14 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ძალოვან ვეტერანთა ეროვნული ლიგა, აფხაზეთის ვეტერან მეთაურთა საბჭო, საქართველოს მხედრიონი, საქართველოს ავღანელთა კავშირი, საქართველოს ლეგიონი, რეპრესირებულ მეომართა კავშირი, დივიზია „თბილისელი“,  საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია, აჭარის ვეტერან მეომართა კავშირი, ცხინვალის რეგიონის ვეტერანთა ორგანიზაცია,  ქართველ შევარდენთა ლეგიონ და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანული ორგანიზაციები გაერთიანდნენ.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოს მომავალზე ვიზრუნოთ. შესაბამისად,  მზადყოფნას გამოვთქვამთ,  ამ საკითხებზე ხელისუფლებასა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვითანამშრომლოთ. ქვეყნის ბედის და მომავლის გადაწყვეტაში,  ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისათვის ერთიანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ“,- განაცხადა ბერძენიძემ და აღნიშნა, რომ სწორედ,  მათი შეხვედრა  და  სახალხო დიპლომატის გზით, დიალოგის წამოწევა უმნიშვნელოვანესია.