არჩილ კბილაშვილი: თუ ვინმე მიიჩნევს, რომ დაკავებებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მათ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ

არჩილ კბილაშვილი: თუ ვინმე მიიჩნევს, რომ დაკავებებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მათ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ

თუ ვინმე მიიჩნევს, რომ საქართველოში დაკავებებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, გვმართებს, ასეთ ადამიანებს მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ტომას მელიასა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ქეთრინ ნიუკომბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კბილაშვილი აღნიშნული განცხადებით ამერიკელი სენატორების ბიძინა ივანიშვილისადმი გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა. მთავარი პროკურორის განცხადებით, პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ემყარებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებს, დოკუმენტებს და ამიტომაც აქვეყნებენ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც უწყებას გააჩნია პასუხისმგებაში მიცემული პირების მიმართ.

„რაც შეეხება იმას, პოლიტიკოსებმა რა განცხადება გააკეთეს, ამის შეფასებას არ შევუდგები, იმიტომ, რომ ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და არ მაქვს ამის უფლება. ერთი რამ კი, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ თუ ვინმე მიიჩნევს - დაკავებებს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, ამ შემთხვევაში გვმართებს, ასეთ ადამიანებს მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია, ჰქონდეთ მათ სრულყოფილი საშუალება, რომ გაეცნონ მასალებს და რეალობას" - განაცხადა კბილაშვილმა.