თეა წულუკიანი ამერიკელი სენატორების წერილს დადებითად აფასებს

თეა წულუკიანი ამერიკელი სენატორების წერილს დადებითად აფასებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკელი სენატორების ბიძინა ივანიშვილისადმი გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

როგორც ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის მოწოდება, რომელსაც წერილი შეიცავს, კარგი მოწოდებაა.

„ძალიან კარგი მოწოდებაა, რადგან საქართველოში 25 ოქტომბრის მერე სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური არ ყოფილა" - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე, პრობლემაც არ არსებობს.

ამერიკელმა სენატორებმა ბიძინა ივანიშვილს წერილი გამოუგზავნეს, სადაც მოუწოდებენ, რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ საქართველო სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრებთან პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით არ იყენებდა.