გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება

გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამოკვეთის მიუხედავად, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება.

18%-მა არ იცის, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა. რესპონდენტთა 12% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 7%-ის შეფასებით კი, საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება.

ამასთან, 9% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 2%-ის შეფასებით, საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.