უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლება მზადაა უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების მონიტორინგი

უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლება მზადაა უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების მონიტორინგი

ხელისუფლება მზადაა უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების მონიტორინგი. ამის შესახებ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში"  გამართული კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნანუაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და  სახალხო დამცველი მონაწილეობდნენ, ბევრ კითხვას გაეცა პასუხი.

„არსებობს ხელისუფლების მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს სამართალდამცავი სტრუქტურების სამოქალაქო მონიტორინგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს ნებისმიერი ფაქტის შესწავლის უფლება, რათა ნებისმიერ დროებითი დაკავების იზოლატორში მოხდეს მონიტორინგი და ეს სტრუქტურები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.