გამოკითხულთა 21% სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩევლის მოსყიდვას მიიჩნევს

გამოკითხულთა 21% სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩევლის მოსყიდვას მიიჩნევს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 21% საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას მიიჩნევს.

18% ასეთ დაბრკოლებად თვლის ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემას სამსახურის შესანარჩუნებლად, 15% კი – საჯარო მოხელეების კამპანიას ერთი პარტიის სასარგებლოდ, 15% - ამომრჩეველთა შევიწროებას, 13% - მედიაში კანდიდატებისა და პარტიების არათანაბარ გაშუქებას, 13% - ე.წ. „კარუსელს", 12% - საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრას, 12% - დამსაქმებლის მიერ  თანამშრომლის იძულებას კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს.

აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1 947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.