სამართალდამცველებმა ქობულეთში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცველებმა ქობულეთში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცველებმა ქობულეთის  რაიონის სოფელ ქაქუთში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სოფელ ქაქუთში მცხოვრები გურამ მ.-ს სახლიდან, ჩხრეკისას 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 2 კარაბინის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 337 ვაზნა და 14,85 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს.

გურამ მ. ამ დროისთვის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.  მას ბრალი  სსკ-ის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) I ნაწილით და 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) I ნაწილით წაუყენეს.

გამოძიებას ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილება აწარმოებს.