გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს

გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ეს საფრთხე გაზვიადებულია.

გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულს საფრთხეს წარმოადგენს, 22% კი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას, გამოკითხულთა 68%-სთვის ეს ინიციატივა მისაღებია, 4%-სთვის კი მიუღებელი.

შეკითხვაზე, მოგწონთ თუ არა ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 79%-ს არ მოსწონს, ხოლო 12%-ს მოსწონს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.