გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ციხის კადრებთან დაკავშირებით სრული გამოძიება უნდა ჩატარდეს

გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ციხის კადრებთან დაკავშირებით სრული გამოძიება უნდა ჩატარდეს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებით სრული გამოძიება უნდა ჩატარდეს.

ამასთან, გამოკითხულთა 96%-სთვის ცნობილია, პატიმართა გაუპატიურებისა და წამების ამსახველი კადრების თაობაზე.

კითხვაზე - „რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების გაუმჯობესების მიზნით?“ გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ სრული გამოძიება უნდა ჩატარდეს; 41%-ის აზრით, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა უნდა მოხდეს; 35% თვლის, რომ მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ვითარების გაუმჯობესების წინაპირობად ამნისტიას მხოლოდ 12% მიიჩნევს.

აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.