NDI: გამოკითხულთა 18% პირადად იცნობს ვინმეს, ვინც საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს

NDI: გამოკითხულთა 18% პირადად იცნობს ვინმეს, ვინც საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 18% პირადად იცნობს ვინმეს, ვინც საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

კითხვაზე - „პირადად თქვენ იცნობთ თუ არა ვინმეს, ვინც, თქვენი აზრით, სახელმწიფო/საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: დიახ – 18%, არა - 75%, არ ვიცი - 6%, უარი პასუხზე - 1%.

ამავე კვლევის მიმდინარე წლის აგვისტოს თვის მიხედვით, 14% აცხადებდა, რომ იცნობს ვინმეს, ვინც, მისი აზრით, სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.     

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1 947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.