გიგი უგულავა: მთავარი გამოწვევა დღეს რაც გვაქვს, მშვიდი, წყნარი და საქმიანი კოჰაბიტაციაა

გიგი უგულავა: მთავარი გამოწვევა დღეს რაც გვაქვს, მშვიდი, წყნარი და საქმიანი კოჰაბიტაციაა

მთავარი გამოწვევა დღეს რაც გვაქვს, არის მშვიდი, წყნარი და საქმიანი კოჰაბიტაცია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ინსბრუკში, თბილისისა და ინსბრუკის დაძმობილების იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში, მისი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე, პირველად განხორციელდა მშვიდობიანი შეცვლა ხელისუფლების ცენტრალურ დონეზე.

„თუმცა, რამდენიმე თვის თავზე, ჩვენ ვნახეთ სერიოზული გამოწვევები, კერძოდ ის პრობლემები, რომელიც სწორედ თვითმმართველობებს დაუდგა, მათ შორის თბილისის თვითმმართველობას" - აღნიშნა უგულავამ.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, მთავარი გამოწვევა დღეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის კოჰაბიტაციაა.