„თავისუფალი საქართველო“ რეკლამების ქართულ ენაზე განთავსებას მოითხოვს

„თავისუფალი საქართველო“ რეკლამების ქართულ ენაზე განთავსებას მოითხოვს

პარტია „თავისუფალი  საქართველო“ „რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების გატარებას ითხოვს და აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს  მიმართავს.

საუბარია აღნიშნული კანონიდან მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის ამოღებაზე, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას, რომ აბრაზე განათავსონ მხოლოდ ინგლისურენოვანი წარწერა (წარწერა არ შეიძლება ჩაითვალოს რეკლამად, თუ ის არ არის დაშორებული ამ კონკრეტული ობიექტიდან (ოფისიდან) 1,5 მეტრით მაინც).

„იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიაზე რეკლამა ვრცელდება ქართულ ენაზე, კომპანიები სარგებლობენ სწორედ კანონში არსებული აღნიშნული ჩანაწერით და თბილისში არაერთ უცხოურ ოფისზე წარწერა განთავსებულია მხოლოდ უცხო ენაზე“, - აცხადებენ „თავისუფალ საქართველოში“.