საყვარელიძე კბილაშვილს მოუწოდებს პროკურატურას ცირკს ნუ დაამსგავსებს

საყვარელიძე კბილაშვილს მოუწოდებს პროკურატურას ცირკს ნუ დაამსგავსებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მოუწოდებს, მთავარ პროკურატურას ცირკს ნუ დაამსგავსებს და ცირკის დირექტორი ნუ გახდება. 

როგორც from.ge-ს საყვარელიძემ განუცხადა, კბილაშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა.

„მადლობა ბატონ არჩილ კბილაშვილს, რომ ეს დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჯერჯერობით, როგორც ხედავთ გარეთ ვარ. მაინტერესებს, ბორკილებით აქედან გამათრევენ, კომიტეტიდან, სესიიდან თუ სახლში შემომივარდებიან გოგა ხაჩიძის ოჯახის მსგავსად. ნუ გადააქცევენ მთავარ პროკურატურას ცირკად და ნუ დაემსგავსება ცირკის დირექტორს, სჯობს ადექვატურად იმოქმედოს“, - განაცხადა დეპუტატმა.