„ქართული პარტიის“ საპატიმროში მყოფი  წევრები შიმშილობენ

„ქართული პარტიის“ საპატიმროში მყოფი წევრები შიმშილობენ

„ქართული პარტიის“ ინფორმაციით, პარტიის წევრები: ლევან ტერაშვილი, კახა ტერაშვილი და დავით შიუკაშვილი, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, მესამე დღეა შიმშილობენ. 

მათივე ცნობით, ისინი პოლიტპატიმართა სიიდან გაურკვეველი მიზეზით, მათი გვარების ამოღებას აპროტესტებენ. 

„დაკავებულთა პროტესტს ციხის სხვა მსჯავრდებულებიც უერთდებიან. სოლიდარობის ნიშნად, „მატროსოვის“ ციხის 30-მა პატიმარმა ხელმოწერები შეაგროვა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას გადაეგზავნა. „ქართული პარტიის“ წევრები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და ბესელიას კომიტეტს სამართლიანობის აღდგენას სთხოვენ“, - ნათქვამია პარტიის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, აღნიშნული პირები ე.წ. „ზილების რევოლუციის“ საქმეზე, აბსურდული ბრალდებებით, „მატროსოვის“ ციხეში ერთი წელია სასჯელს იხდიან.