დაღესტნის იმამ შეიხ საიდ აფანდის მკვლელობა გახსნილია

დაღესტნის იმამ შეიხ საიდ აფანდის მკვლელობა გახსნილია

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, დაღესტნის იმამ შეიხ საიდ აფანდის მკვლელობა გახსნილია. რუსმა სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავს, რომლებიც  „გიმრის დაჯგუფების“ წევრები აღმოჩნდნენ. 

საქმის გამოძიებისას გაირკვა, რომ იმამის მკვლელობა ჩრდილოეთ კავკასაიში რელიგიური შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად. 

დაკავებულთა განცხადებით, მათ მანქანით მიაცილეს თვითმკვლელი–ტერორისტი აფანდის სახლამდე. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ტერორისტულ ქმედებებს  ერთ–ერთი რელიგიური ლიდერი მაჰომედ სულეიმანოვი ხელმძღვანელობდა. 

შეიხ საიდ აფანდი 2012 წლის 28 აგვისტოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად  გარდაიცვალა.