სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს.
NDI–ის საქართველოს ოფისის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ნოემბერში ჩატარდა თემაზე, „საზოგადოების განწყობა საქართველოში".
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).