ეგვიპტის ოპოზიცია და პრეზიდენტის მომხრეები რამდენიმე საათში შეხვდებიან

ეგვიპტის ოპოზიცია და პრეზიდენტის მომხრეები რამდენიმე საათში შეხვდებიან

ეგვიპტის სამხედრო საბჭომ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მომხრეებს და ოპოზციურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდა. 

ეგვიპტური სააგენტოს ინფორმაციით, ეგვიპტის ოპოზციურმა პარტიებმა მემარცხენეებმა,ლიბერალებმა და ქრისტიანთა საზოგადოებამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან რამდენიმე საათში დასხდებიან.  

პრეზიდენტის სასახლის წინ მრავალათასიანი მიტინგები არ წყდება. მომიტინგეები აცხადებენ, რომ მურსის “ახალ ფარაონად“ გახდომის საშუალებას არ მისცემენ და სისხლით მოპოვებულ დემოკრატიასაც არ დაუთმობენ. 

ეგვიპტის უმაღლესმა კონსტიტუციურმა სასასამართლომ, რომელმაც მურსის მიერ მისი ძალაუფლების გაზრდის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, განაცხადა, რომ გაფიცვას აგრძელებს მანამ, სანამ პრეზიდენტის საპრეზიდენტო უფლებები კანონის ჩარჩოებში არ მოექცევა.