ტომას მელია და ქეთრინ ნიუკომბი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ

ტომას მელია და ქეთრინ ნიუკომბი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ

 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიდო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია და აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავენ.

აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, მელია და ნიუკომბი საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

კერძოდ, მელია და ნიუკომბი დღეს შეხვედრებს გამართავენ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან, პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რაც ქვეყანას ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან დააახლოებს", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.