ალექსი პეტრიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვევა

ალექსი პეტრიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვევა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი დღეს, კავკასიის უნივერსიტეტს ეწვევა.

ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მინისტრი ნატო-ს კუთხეს განაახლებს და სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. საუბრის მთავარი თემა ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა იქნება. ღონისძიებას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი დაესწრებიან.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია მოაწერენ.